Logo

ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო არბიტრაჟმა უკვე არაერთგზის დაადასტურა, რომ მათი პრეტენზიები იყო პოლიტიკურად მოტივირებული

პოლიტიკა
155
Frontnews image description

ანაკლიასთან დაკავშირებით ძალიან მარტივადაა საქმე, ყველანაირი პირობა შევუქმენით ჩვენ კონსორციუმს - ხაზარაძე-ჯაფარიძეს იმისათვის, რომ მათ წარმატებით განეხორციელებინათ პროექტი, მოეზიდათ ინვესტორები, თუმცა ვერ მოიზიდეს ვერც ერთი ინვესტორი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟმა არაერთგზის დაადასტურა, რომ მათი პრეტენზიები იყო სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული.

"ანაკლიასთან დაკავშირებით ძალიან მარტივადაა საქმე, ყველანაირი პირობა შევუქმენით ჩვენ კონსორციუმს, ხაზარაძე-ჯაფარიძეს იმისათვის, რომ მათ წარმატებით განეხორციელებინათ პროექტი, მოეზიდათ ინვესტორები, თუმცა ვერ მოიზიდეს ვერც ერთი ინვესტორი. კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ დათქმა ანაკლიასთან დაკავშირებით, რომ გაგვეადვილებინა მათთვის ინვესტორების მოზიდვა, თუმცა ვერ მოიზიდეს ვერც ერთი ინვესტორი და, საბოლოო ჯამში, საერთაშორისო არბიტრაჟმა  უკვე არაერთგზის დაადასტურა, რომ მათი პრეტენზიები იყო სრულიად უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებული, ჩვენი პოზიციები კი იყო სწორი, ეს არაერთხელ დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement