Logo

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

პოლიტიკა
58
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს ბენ ჭოუს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია წამყვანი საერთაშორისო ფინტექკომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას და ფინანსური ინოვაციებისა და ციფრული აქტივების მომსახურების კუთხით ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებს.

ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ 2021-2025 წლებში ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3% შეადგინა.

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ისევე, როგორც ფინანსური სერვისების შემდგომ განვითარებას და ამ კუთხით Bybit-თან აქტიური თანამშრომლობისთვის მზად არის.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და Bybit Georgia-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი შოთა ლომთაძე დაესწრნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები