
ავტორი
Front News საქართველო
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე, ხდება თანხების მოზიდვა, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის და რკინიგზის განვითარების კუთხით ასეთი რესურსების მოზიდვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ბანკთან გაფორმებულ შეთანხმებაზე დასმული კითხვის საპასუხოს განუცხადა, რომლის თანახმად ბანკი საქართველოს 372 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.
მისი თქმით, ძალიან აქტიურად მუშაობს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან, იმისთვის, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ფინანსური რესურსებით.
„ჩვენ წარვადგინეთ რკინიგზის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომელსაც სჭირდება სატანადო დაფინანსება, ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური წყაროები და ყველა მიმართულებით გაგრძელდება ძალისხმევა იმისთვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია განვითარდეს, ამისთვის იქნება მოზიდული სათანადო ფინანსური რესურსები. ფაქტებიც ადასტურებს იმას, რომ შუა დერეფანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. 2020 წლის შემდეგ 7-ჯერ არის გაზრდილი შუა დერეფანში ტვირთების ნაკადი, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდია პერსპექტივა. რესურსი არის ბევრად მეტი და ასეთ პირობებში საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ძალიან კარგად იაზრებენ, თუ რამდენად დიდია შუა დერეფნის პოტენციალი და მათ შორის საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ეს ინტერესი შუა დერეფნის პოტენციალის მიმართ ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს