ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და IMO-ს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა და ქვეყნის საზღვაო სექტორის გაძლიერების მიზნით სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები მიმოიხილეს.
"ყურადღება დაეთმო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესსა და მის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვაო ინდუსტრიის გაძლიერებას საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას სერვისების დიჯიტალიზაციის თვალსაზრისით, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში საზღვაო სექტორის მნიშვნელოვან განვითარებას. მისივე თქმით, საქართველო ამ ნაწილში სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად უნდა იქცეს.
შეხვედრისას გამოითქვა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე, მათ შორის, ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს