
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო. განიხილეს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები.
“აღინიშნა, რომ პანდემიისა და შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ყველა სექტორში.
ისაუბრეს ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. აღინიშნა, რომ ორწლიანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველო კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას. 2023 წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 7,5%, ხოლო 2024 წელს, იანვრის წინასწარი მონაცემების თანახმად, 5,8%-ით გრძელდება.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების მნიშვნელობასა და როლზე, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვით დაგეგმილი რეფორმების მიმართულებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს