
ავტორი
Front News საქართველო
ზოგადი განათლების რეფორმა მოიცავს ასევე ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტებს, გადავხედავთ საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს, გადავდივართ 11-კლასიან პროგრამაზე რეპეტიტორიუმის ჩათვლით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო პროგრამა და სახელმძღვანელოები დაეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.
"მოხდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა და დაინერგება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი. რაც მთავარია, პროგრამა და სახელმძღვანელოები დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რაც მანამდე სამწუხაროდ არ იყო უზრუნველყოფილი. ასევე, არაფორმალური განათლება იქნება ინტეგრირებული მაქსიმალურად სასკოლო ცხოვრებაში. იქნება უზრუნველყოფილი განათლების უწყვეტობა, პედაგოგთა პროფესიული განვითარების და მხარდაჭერის პროგრამები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სასწავლო გარემო მოსწავლეებისთვის და ამ მიმართულებით რა გეგმები გვაქვს ამას დეტალურად მოგახსენებთ. სკოლის უსაფრთხოება, სკოლების ინკლუზიურობა და მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმების დანერგვა - ეს არის ამ რეფორმის ძირითადი მიმართულებები“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს