
ავტორი
Front News საქართველო
ბიუჯეტების ზრდა მოგვცემს ხელფასების ზრდის საშუალებასაც. საჯარო სამსახურს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო, ყოველწლიურად 10%-იანი ზრდა და მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების ზრდა 10 %-იანი მაჩვენებლით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, სტანდარტული ზრდის მიღმა, 1 იანვრიდან ხელფასი 100 ლარით გაეზრდება.
“საბავშვო ბაღების პერსონალთან, სტანდარტული ზრდის მიღმა, დაგეგმილი გვაქვს 1 იანვრიდან სუფთა 100 ლარით ხელფასების ზრდა თითოეული თანამშრომლისთვის და იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, აქაც სტანდარტული ზრდის მიღმა 100 ლარით გაიზრდება 1 იანვრიდან მათი ხელფასები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს