Logo

ირაკლი კობახიძე - საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი, გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის

პოლიტიკა
215
Frontnews image description

საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში უამრავი საკითხია ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

"საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის, კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული კოორდინაცია. ჩვენ ამის კარგი პრაქტიკა გვქონდა, პრინციპში, გასული თვეების განმავლობაში, მაშინ როდესაც, მაგალითად, ჩვენ გვიწევდა 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობის აღკვეთა. გვქონდა ძალიან კარგი კოორდინაცია, თუმცა ეს კოორდინაცია არ იყო ფორმალიზებული. ახლა გვაქვს უკვე საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ჩემთვის პირადად, შეუძლებელია, ყოველდღიურ რეჟიმში  თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები