
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი, გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემას ქმნიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"გილოცავთ პროფესიულ დღეს. მეზღვაურის საერთაშორისო დღე ბევრად მეტია, ვიდრე პროფესიული დღესასწაული. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადოთ ქართველ მეზღვაურებს გაწეული შრომისთვის, შევაჯამოთ არსებული მიღწევები და ერთობლივად დავსახოთ სამომავლო გეგმები. საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი - გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემას ქმნიან.
ამ მიზნის მიღწევაში საკვანძო როლი ეკისრება განათლებას. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში საზღვაო განათლების გაძლიერებასა და მოდერნიზაციას 30 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. სასწავლო გარემოს თანამედროვე სტანდარტებით განახლება არის პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ახალგაზრდებში - იმ თაობაში, რომელმაც საქართველოს საზღვაო მომავალი უნდა შექმნას და ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ფლოტში კიდევ უფრო ღირსეულად წარმოაჩინოს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, დღეს საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით.
"მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში, ყველაზე მოკრძალებული შეფასებითაც კი, მილიარდ ლარამდეა. ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო მეტ წინსვლას მივაღწიოთ და საქართველომ მსოფლიო საზღვაო რუკაზე ადგილი უფრო მყარად დაიმკვიდროს.
გულითადად გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. წარმატებებს და მშვიდობიან ნაოსნობას გისურვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს