ირაკლი კობახიძე - საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არის კორუფციის დაბალი დონე, არის ეფექტიანი პოლიტიკა, არის გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, განსხვავებით მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან.
"საქართველო პირველზეა ზოგადად ევროპის კონტინენტზე და ფართო რეგიონში, რაც არის რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება, მშვიდობის დამსახურება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება. მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენ 11 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის კორუფციის დაბალი დონე, არის ეფექტიანი პოლიტიკა, არის გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, განსხვავებით იგივე მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან. ეს არის რეალური სურათი. დანარჩენი ჩვენ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია მოგვისმენია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუმცა სიმართლე არის გამოხატულ კონკრეტულ ციფრებში და რიცხვებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს