ირაკლი კობახიძე - საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას

ავტორი
Front News საქართველო
საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს.
“საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, რომლებიც ხანუქას აღსანიშნავად შეიკრიბნენ.
ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას. ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის ჩვენს საერთო ღირებულებებს და მტკიცედ უნდა დავუპირისპირდეთ მათ, სადაც არ უნდა ხდებოდეს”, - წერს კობახიძე.
სიდნეიში, სანაპიროზე სროლის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს სანაპიროზე ხანუკას დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სროლის შედეგად, სულ მცირე, 29 ადამიანი დაშავდა, აქედან ორი პოლიციელია.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




