
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნესგარემო. ჩვენი ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადი განვითარების დინამიკას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2026 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ დაახლოებით 5.4 პროცენტით გაიზრდება.
"საერთაშორისო შეფასებები და ეკონომიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველო კვლავ რჩება ინვესტორებისთვის სანდო მიმართულებად. 2021-2025 წლებში ქვეყანაში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ დაახლოებით 8.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელი ქართულ კომპანიებს აძლევს წვდომას დაახლოებით 2.3 მილიარდ მომხმარებელზე.
აღსანიშნავია, რომ თურქმენული ბიზნესი უკვე აქტიურად არის წარმოდგენილი საქართველოში. დღეს ჩვენს ქვეყანაში თურქმენული კაპიტალის მონაწილეობით ძალიან ბევრი კომპანია საქმიანობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და უძრავი ქონება. სწორედ ეს გამოცდილება ქმნის მყარ საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის.
ჩვენ ვხედავთ პარტნიორობის გაფართოების მნიშვნელოვან პოტენციალს ენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის, ციფრული ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და წარმოების მიმართულებით. აღნიშნულ სექტორებში თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ახალი ეკონომიკური ღირებულება, გავზარდოთ ინვესტიციების მოცულობა, ხელი შევუწყოთ ინოვაციებს და გავხსნათ ახალი გზები ქართული და თურქმენული კომპანიებისთვის.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის და დარჩება საიმედო პარტნიორად ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც ეძებს სტაბილურ, ღია და კონკურენტულ გარემოს გრძელვადიანი საქმიანობისთვის.
გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას დღევანდელ ფორუმზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას, საინტერესო ინიციატივების წარმოშობას და ჩვენი ქვეყნების ბიზნესსექტორებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს