ირაკლი კობახიძე - საქართველოს მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა ახლახან მოიზიდა ჩვენს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა ახლახან მოიზიდა ჩვენს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - Eagle Hills გახლავთ მსოფლიო დონის დეველოპერული კორპორაცია, რომელიც გეგმავს საქართველოში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ტრანსფორმაციული პროექტის განხორციელების გზით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ საინვესტიციო პანელზე - Georgia - Nexus For Investment - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს სტრატეგიული ინვესტიცია შექმნის ათასობით მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს, სტიმულს მისცემს მომიჯნავე დარგების განვითარებას და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას რეგიონში უმთავრეს საინვესტიციო დანიშნულების ცენტრად.
"რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო აქვს საქართველოს. ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმებით, სანდო პოლიტიკითა და ძლიერი ინსტიტუტებით მხარდაჭერილი ქვეყანა ლიბერალური სავაჭრო რეჟიმით, მინიმალური ბიუროკრატიით და ეფექტური საბაჟო მომსახურებით უზრუნველყოფს შეუფერხებელ ბიზნეს ოპერაციებს. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველო მსოფლიო ბანკის „ბიზნეს მზაობის“ (B-READY) ინდექსის ვაჭრობის ჭრილში მსოფლიოში საუკეთესო ათეულში მოხვდა. ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის კავშირთან, დსთ-სთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად, საქართველო 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს ტარიფების გარეშე.
ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლანდშაფტი მრავალფეროვანი და სტაბილურია; და მოიცავს ისეთ ძირითად სექტორებს, როგორიცაა ფინანსური სერვისები, ენერგეტიკა, წარმოება, უძრავი ქონება და ვაჭრობა. ამ მიღწევის ასახვაა ის, რომ საქართველო Chandler Institute-ის მიერ გამოქვეყნებული „კარგი მმართველობის ინდექსის“ თანახმად, საქართველო 120 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზეა ინვესტიციების მოზიდვის ნიშნით. ეს დივერსიფიკაცია, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასთან და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ქვეყანას ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და მდგრადი ზრდის რეგიონულ ცენტრად აქცევს.
საქართველოს მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა ახლახან მოიზიდა ჩვენს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. Eagle Hills გახლავთ მსოფლიო დონის დეველოპერული კორპორაცია, რომელიც გეგმავს საქართველოში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ტრანსფორმაციული პროექტის განხორციელების გზით. რომელიც ახლებურად ჩამოაყალიბებს ჩვენს ურბანულ ლანდშაფტს. ეს სტრატეგიული ინვესტიცია შექმნის ათასობით მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს, სტიმულს მისცემს მომიჯნავე დარგების განვითარებას, და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას რეგიონში უმთავრეს საინვესტიციო დანიშნულების ცენტრად“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა