ირაკლი კობახიძე - საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე

ავტორი
Front News საქართველო
სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში ათწლიანი განვითარების სტრატეგიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის.
"ჩვენ დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ასევე, ჩვენ ორიენტირებულები ვართ განათლების სისტემის რეფორმირებაზე. ის ასევე მოიცავს სოციალურ სფეროებსა და სოციალურ რეფორმებს. ჩვენ ახლახან დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. დოკუმენტი წარედგინება საქართველოს საზოგადოებას და ვფიქრობ, ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის. სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე. საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტრატეგიული როლის გაძლიერება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს საქართველოს ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. არსებობს სხვადასხვა სექტორი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ეკონომიკური პროგრესისთვის. განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც ინვესტიციები განხორციელდება, რადგან ვფიქრობთ, რომ განათლებულ თაობებს შეუძლიათ, საუკეთესოდ შეუწყონ ხელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


