ირაკლი კობახიძე - საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე

ავტორი
Front News საქართველო
ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლის სექტემბერში შეიცვალა საქართველოს ფოსტის მენეჯმენტი და ისევე როგორც სხვა სახელმწიფო საწარმოებში, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებია.
"განხორციელებული და მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში დაიზოგება 3,5 მილიონ ლარზე მეტი. ასევე შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნესპროცესები დაბრუნდება საქართველოს ფოსტაში, რის შედეგადაც, ყოველწლიურად საქართველოს ფოსტას დაემატება 14,2 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი. აღდგა ასევე საჰაერო ტერმინალის ფუნქცია. დასრულების ეტაპზეა ახალ ავიაკომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი, განახლდა ხელშეკრულების პირობები არსებულ ავიაკომპანიებთან და ამ ყველაფრის შედეგად, დაიზოგა სატერმინალო მომსახურების ხარჯი, შემცირდა სატრანზიტო ვადები. შედეგად საჰაერო ტერმინალის ოპერირებიდან საქართველოს ფოსტა ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტ დამატებით შემოსავალს მიიღებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ამ ცვლილების შედეგად, საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია. ხედავთ, რამდენად ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება საქართველოს ფოსტაში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




