ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




