Logo

ირაკლი კობახიძე - საზოგადოებაც და სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს

პოლიტიკა
121
Frontnews image description

საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წერს.

მისი თქმით, რადიკალების უდიდესი უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს და გასაკვირი არ არის, რომ ისინი პროცესის ჩაშლას კიდევ ერთხელ მოინდომებდნენ.

კობახიძის თქმით, „2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, თავისი არსითა და შინაარსით, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული“.

მისივე განცხადებით, ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია, ვინაიდან 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოებაც და სახელმწიფოც ბევრად ძლიერია და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობა არავის მიეცემა.

"თუმცა, 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით", - წერს ირაკლი კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები