ირაკლი კობახიძე - საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი და ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3%, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ნოემბრის საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველთა შესაძლო ძალადობის ფაქტების გამოძიების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთივე სტანდარტი მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით.
"საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3%. ასეთივე სტანდარტი მოქმედებს ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით. დანარჩენს უკვე გეტყვით გამოძიება. თუ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, თუ არ არის იდენტიფიცირებული დამნაშავე პირი, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ მოხდება ბრალის წაყენება. დანარჩენზე მოგახსენებენ შესაბამისი უწყებები. უწყებას აქვს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პირთა იდენტიფიცირების თუ ვერ იდენტიფიცირების მიზეზებთან დაკავშირებით. მათგან შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რატომ ვერ მოხდა შესაბამისი პირების იდენტიფიცირება. აქ საუბარია ორ-სამ შემთხვევაზე სამართალდამცველების შემთხვევაში და 3%-იანი მაჩვენებელი უკვე გასაგებია, რასაც ნიშნავს და როდესაც საუბარი იყო აქციის მონაწილეებზე, ათასი ადამიანი ძალადობდა და იმის გამო, რომ არის მაღალი სტანდარტი, იქაც ვერ მოხერხდა 970 ადამიანის იდენტიფიცირება. ეს არის მაღალი სტანდარტი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


