ირაკლი კობახიძე საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაკსატ მამიტკანოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ბოლო წლებში საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის დადებით დინამიკას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში ყირგიზეთის ჩართულობასა და საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


