ირაკლი კობახიძე - საქართველოში საზღვრებში როცა ტარდება არჩევნები, ფიზიკური ხელმისაწვდომობა საარჩევნო უბნებზე თანაბარია

ავტორი
Front News საქართველო
არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპონენტების შეფასება, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებთან შეუთავსებელია და ხმის უფლების ჩამორთმევასთან არის გაიგივებული, არის აბსურდი.
"სამართლებრივად ეს არის აბსურდი და არ შეიძლება, კომპეტენტურმა იურისტმა ასეთი რამ თქვას. არ ვიცი, ამას იურისტები ამბობენ თუ არაიურისტები, მით უმეტეს, რომ არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები, მათ შორის, საქმე ეხება ისეთ ქვეყნებსაც, რომლებსაც ძალიან დიდი დიასპორა აქვთ მსოფლიოს მასშტაბით.
სამართლებრივ მხარეს რომ შევეხოთ, აქ, სწორედ რომ სამართლებრივი არგუმენტებიც მეტყველებს ჩვენი გადაწყვეტილების სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ყველგან უნდა იყოს თანასწორობა უზრუნველყოფილი. მაგალითად, საქართველოში საზღვრებში როცა ტარდება არჩევნები, ფიზიკური ხელმისაწვდომობა საარჩევნო უბნებზე არის თანაბარი საქართველოში მცხოვრები ყველა ამომრჩევლისთვის. რაც შეეხება დიასპორას, მაგალითად დიასპორის ნახევარი, დაახლოებით, ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ საერთოდ არ აქვთ არავითარი საარჩევნო უბნები, მიუხედავად იმისა, რომ დიასპორის ნახევარი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. არის ასევე უამრავი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები და სადაც არ მოქმედებს ასევე საელჩო, დიპლომატიური წარმომადგენლობა და შესაბამისად, იქ შეუძლებელია დიასპორისთვის ხმის მიცემა. სწორედ იმისათვის, რომ თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


