
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს ჯოანა ბარტონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ჯოანა ბარტონს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის საკითხებში.
აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, 334 დაკარგული პირის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა 1835 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს