ირაკლი კობახიძე - საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა პირველი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა პირველი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს.
"2017 წელს, სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აკრძალა. საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




