ირაკლი კობახიძე - საქართველოში ვერ იქნება დაცული გაუნათლებლობის ავტონომია

ავტორი
Front News საქართველო
ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით, თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ვერ იქნება დაცული გაუნათლებლობის ავტონომია, ხელისუფლების ამოცანაა, თვისებრივად გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში.
"საქართველოში ვერ იქნება დაცული გაუნათლებლობის ავტონომია. ჩვენი ამოცანაა, თვისებრივად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ამ ქვეყანაში. ვინც ამას ეწინააღმდეგება, იმას ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური ინტერესები. ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით. ასევე ეხება ეს თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და ა.შ. ამაზე ღიად გვქონდა საუბარი ჩვენ შესაბამისი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელობასთან. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი. თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ. ჩვენი მიზანია, თვისებრივად გაუმჯობესდეს განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




