ირაკლი კობახიძე - სახედაკარგული ადამიანებისგან შედგება დღეს რადიკალური ოპოზიცია, არც ქალის სახე აქვთ, არც კაცის, არც ქართველის

ავტორი
Front News საქართველო
სახედაკარგული ადამიანებისგან შედგება დღეს რადიკალური ოპოზიცია, არც ქალის სახე აქვთ, არც კაცის, არც ქართველის, ასეთ ფონზე, როდესაც რაღაც შიშებზე ლაპარაკობენ, ვის უნდა ჰქონდეს შიშები, ეს ძალიან კარგად ჩანს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას დღეს არანაირი რესურსი არ გააჩნია არც არჩევნებში და არც ქუჩაში.
"იოცნებონ ჩვენს შიშზე, ყველა ხედავთ, რამდენად დასუსტებულია რადიკალური ოპოზიცია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ არც არჩევნებში, არც ქუჩაში, საერთოდ არსად. ჯერ ნახეთ, რა სახეები გამოდიან. შტაბთან მისული ადამიანები არიან აბსოლუტურად სახედაკარგულები, ყველაფერი წაშლილი აქვთ - არც ეროვნება აქვთ, არც სქესი, არც რელიგია, ყველაფერი დაკარგული აქვთ, ყველაფერი წაუშალეს და ეს ყველაფერი ხდება გარე დაფინანსებით, პირდაპირ, მიზანმიმართულად, გარე ჩარევით. ამ ადამიანებს აკარგვინებენ სახეს, ყველანაირ იდენტობას, რაც ტრაგიკული მოვლენაა, ამ ადამიანებს რომ გადახედავთ, არის ტრაგიკული მოვლენა. ამ აქციის რეგულარული მონაწილეები არიან ის ადამიანები, რომლებიც იცინოდნენ გუშინ ამერიკაში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე. ფარჯიანი, რომელსაც ჰქვია მოაზროვნე და მონაწილეობს გადაცემაში - „რა? სად? როდის?“, რუსული გადაცემის ანალოგია, სხვათა შორის, რუსეთში მათ ჰქვიათ „ზნატოკები“, ანუ მცოდნეები და საქართველოში მოაზროვნედ წოდებული ფარჯიანი იცინოდა ადამიანის საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით. ასევე, „სოროსის ფონდის“ თანამშრომელი საბა ბრაჭველი, რომელიც გამოდიოდა და რუსულ კანონს უწოდებდა „გამჭვირვალობის კანონს“, ერთ-ერთი აგრესიული მატყუარა იყო, როდესაც ეს კანონი განიხილებოდა, ისიც იცინოდა ამ ახალგაზრდა კაცის მკვლელობასთან დაკავშირებით, ნათია ჭკუასელი და ა.შ. ასეთი არც ქალის სახე აქვთ, არც კაცის, არც ქართველის, ასეთი ადამიანებისგან შედგება დღეს რადიკალური ოპოზიცია. ასეთ ფონზე, როდესაც რაღაც შიშებზე ლაპარაკობენ, ვის უნდა ჰქონდეს შიშები, ძალიან კარგად ჩანს. ვინ სად არის ესეც ძალიან კარგად ჩანს", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


