
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“სალომე ზურაბიშვილი მთელი ამ დღეების განმავლობაში თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას. ეს უკიდურესად სამწუხაროა. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილები და ასე შემდეგ, ამას ემსახურება.
ქვეყანა თუ ჩამორჩენილია, კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაცებს ჩამორჩა.
სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული, რაც ძალიან სამწუხაროა. ზედ სახელი და გვარი რომ არ ეწეროს სალომე ზურაბიშვილს, ვერ გაარჩევ სალომე სამადაშვილისგან. რატომ ხდება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს