ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პაატა ბურჭულაძისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს ეხებოდა მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, სულისკვეთებაზე, დამოკიდებულებაზე და ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები.
"თვითონ სახელები და გვარები გეუბნებათ ყველაფერს, როგორ შეიძლება ამ ორი ადამიანის საუბარი სერიოზულად აღვიქვათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ესეც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. ისინი გამუდმებით, მთელი ამ წლების განმავლობაში, საუბრობენ დამხობაზე, რევოლუციაზე. მერე რა, რომ არ გამოსდით, მაინც, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, მათ სულისკვეთებასა და დამოკიდებულებაზე. ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები. ბუნებრივია, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას. როგორც ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას, მთელი ამ წლების მანძილზე, რომ ამის საშუალებას არავის მივცემდით და ვასრულებდით ამ პირობას, ასევე ვპირდებით ახლაც და ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს