ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური

ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და გაგრძელდება დაკვირვება პატიმრის ჯანმრთელობაზე.
“მე მაქვს ასევე კონკრეტულად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკვლევები ჩატარდა, ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის კონკრეტულად ამ პატიმრის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. აქაც განვსხვავდებით ჩვენ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც არათუ არ ზრუნავდა პატიმრების ჯანმრთელობაზე, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




