ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნის მასშტაბით საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი და ამ კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ხარჯეფექტიანობის და ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხით განხორციელების აუცილებლობას, რასაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ პრაქტიკა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის და აქაც კონკრეტულ დეტალებზე გვქონდა საუბარი. მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ბიზნესასოციაციას და ყველა კომპანიის წარმომადგენელს შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კერძო სექტორის მოსაზრებები და წინადადებები მოისმინეს და მათთან დიალოგის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას სამშენებლო კომპანიების 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს