ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რაც ახასიათებს რადიკალურ ოპოზიციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის პირდაპირი დავალება, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება.
"ეს ყველაფერი არის გარე დავალებები, თუმცა არსებობს სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ უკლებლივ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის რეიტინგი აჭარბებს 50%-ს. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან მყარად ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად აჭარბებს 60%-იან მაჩვენებელს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციურ კამპანიებს არ აქვს შედეგი.
ეს არის უცხოური აგენტურა. უცხოურ აგენტურას აქვს ერთადერთი მისია, სცადონ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, ცესკოს დაკნინება. როგორც წარსულში იყო ეს მცდელობები წარუმატებელი, ასევე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს