
ავტორი
Front News საქართველო
ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სუვერენიტეტთან ერთად, განმტკიცდება სამართლისა და კანონის უზენაესობაც საქართველოში.
“ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება. სუვერენიტეტთან ერთად, განმტკიცდება სამართლისა და კანონის უზენაესობაც საქართველოში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვპირდებით ყველას, რომ სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე და პოლიციელზე ხელის აღმართვისთვის კანონის წინაშე ყველა კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა სამართალდამცველებს სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და ვთხოვო, მომიტინგეების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ“, – განაცხადა კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს