
ავტორი
Front News საქართველო
ქართული ჯარი და ჯარზე ზრუნვა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, გაძლიერება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ინვესტიციები ჩაიდება კონკრეტულად ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, უზრუნველყოფილი იქნება სამხედროების სოციალური მხარდაჭერა, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა.
“ინფრასტრუქტურის განვითარებაც იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან დაკავშირებით გვაქვს შემუშავებული, რა თქმა უნდა, დეტალური გეგმები თავდაცვის სამინისტროსთან ერთად.
ანალოგიურად, პოლიციის გაძლიერება არის, ბუნებრივია, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. სახელმწიფოს ძლიერება დგას სამართალდამცავ უწყებებზე, ძალოვან უწყებებზე, ქართულ ჯარზე და ამ სტრუქტურებზე, უწყებებზე ზრუნვა არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. პოლიციის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი იქნება ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა გაგრძელდება და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს