ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი საყრდენია მუდმივი მცდელობა, გარედან დაისაჯოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ქართველი ხალხი

ავტორი
Front News საქართველო
საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი საყრდენია მუდმივი მცდელობა, რომ გარედან დაისაჯოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, დაისაჯოს ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
კობახიძემ ამ კონტექსტში 2022 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება და შემდგომი მოვლენები გაიხსენა.
„ჯერ იყო კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. 2022 წლის ივნისამდე აცხადებდნენ, რომ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. წინასწარ იყვნენ მომზადებული რევოლუციის მცდელობისთვის, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ ივნისში კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭებოდა. მერე წელიწად-ნახევარი გააგრძელეს საუბარი იმაზე, რომ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. სამუშაო ჯგუფები რომ შეიქმნა 2022 წლის ივნისიდან კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ბოიკოტი გამოუცხადეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ და იყო მთელი ეს აგიტაცია. მერე იგივე ხდებოდა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ამაზე მეტი არაკონსტიტუციური, ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი და ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები რა შეიძლება იყოს. იგივე ეხება ვიზალიბერალიზაციასაც. ცდილობენ, ქართველი ხალხი დაისაჯოს, ხელისუფლება დაისაჯოს, სახელმწიფო დაისაჯოს. ამაზე მეტი მავნებლობა რა არის. ამაზე მეტი მცდელობა, რომ დააზიანო შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და შენი ქვეყნის სუვერენიტეტი, რა არის. ეს ხომ ღია თავდასხმაა სახელმწიფო ინტერესებზე. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, შეფასება და შემფასებელი, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


