ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს


ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს არის მათი არჩევანი. უფრო სწორად, ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მათი დავალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კანონს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” საზოგადოების 90%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს.
“სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს არის მათი არჩევანი. უფრო სწორად, ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მათი დავალება. ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველამ იცის ძალიან კარგად, რომ საზოგადოების 90%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს ამ კანონს. 92% დაფიქსირდა ბოლო კვლევაში ამ კანონის მიმართ მხარდაჭერა. როდესაც ასეთ დროსაც შენ ვერ ახერხებ დადგე ისეთ მხარეს, სადაც დგას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მოქმედებ მხოლოდ დავალებებით და არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს