
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებას, მათ შორის, როდესაც ის პირდაპირ არის ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში, ესეც არის კონსტიტუციის დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირმა ასეთი აქტები კონკრეტულ ქვეყანაში შეაფასა, როგორც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, თან ისეთ ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციაში პირდაპირ არ უწერია პრეზიდენტს, რომ უნდა იყოს ზეპარტიული, მაგრამ საუბარი იყო კონსტიტუციის სულისკვეთებაზე.
“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული. ეს, მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ერეოდეს საარჩევნო პროცესებში. ეს არის, ბუნებრივია, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, თუმცა ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია არცერთი კრიტიკული განცხადება ამასთან დაკავშირებით, რაც ცალკეული დამკვირვებლების მიკერძოებაზე მეტყველებს, ბუნებრივია“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს