
ავტორი
Front News საქართველო
არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, იქიდან გამომდინარე, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკოს ჩიხიდან გამოყვანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანი არჩევნების მიმართ საბოტაჟის განხორციელებაა, შესაბამისად მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია.
“არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, იქიდან გამომდინარე, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკოს ჩიხიდან გამოყვანას. ამით მან საბოლოოდ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს