
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ფორმით სკოლის მოსწავლეების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პერსონალური მონაცემების შესახებ ორგანიზაციის “ჩემი ხმის“ და სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ეს ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, შესაბამისად, მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.
“ეს ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, შესაბამისად, მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. მით უმეტეს, როდესაც ისინი ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე საუბრობენ. სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ფორმით სკოლის მოსწავლეების მიერ. წარმოდგენა რომ არ გაქვს არც პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა კომპეტენცია ამ ხალხს არ მოეთხოვება“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს