
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა სალომე ზურაბიშვილის ევროპაში გაშვება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს CBS NEWS-თან საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ იყო მთავრობის მიერ ევროპაში გასაშვები.
“როდესაც სალომე ზურაბიშვილი ასეთი გზავნილებით ელაპარაკება ევროპელ ლიდერებს, რომ პრემიერს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, გაურკვეველია ხელისუფლების საგარეო კურსი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ იყო მთავრობის მიერ გასაშვები ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს