
ავტორი
Front News საქართველო
“ერთადერთი, რაც მან გამოხატა ეს არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ ეწყინა მათი წარუმატებლობა”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, “პრეზიდენტს რომ ჩაეკითხო, თუ რა არ მოსწონს 12 პუნქტიან გეგმაში, ვერ გიპასუხებთ”.
“ამით მან როგორც ჩანს გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა, სხვა რაიმე ისეთ სერიოზულ კომენტარს მე მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ რას გულისხმობდა, მაგალითად ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში ვერ გიპასუხებთ. ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ ჩაეკითხოთ, აი რატომ არ მოეწონა 12 პუნქტიანი გეგმა ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, რაც მან გამოხატა ეს არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ ეწყინა მათი წარუმატებლობა’’, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს