
ავტორი
Front News საქართველო
რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, არის არა მარტო აბსურდი, არამედ სამარცხვინოა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა 44 ევროპარლამენტარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული მიზანი – პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი.
“ამ მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები. თქვენ გახსოვთ, 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი ყოველ დღე კვდებოდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა აღარ კვდებოდეს ყოველდღე, თუმცა, რაღაც მომენტის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. ეს უბრალოდ არასერიოზულია, სამარცხვინოა, რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, არის არა მარტო აბსურდი, არამედ სამარცხვინოა. ეს თამამად შეიძლება ითქვას.
ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული მიზანი – პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს არ დავუშვებთ. ჩვენი მიზანია საპირისპირო – ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია, არ გვინდა ქვეყნის არევა, ჩვენ გვინდა მშვიდობა ამ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმოქმედებთ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს