Logo

ირაკლი კობახიძე - სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში

პოლიტიკა
155
Frontnews image description

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობაზე.

"ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში  გაიმართა, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე „დაკავშირებადობა და ეკონომიკური უსაფრთხოება გარდამავალ, მწვანე პერიოდში“.

სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს - ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში და ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობას", - წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები