
ავტორი
Front News საქართველო
გვაქვს გარკვეული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში, რომელიც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეულ წარმატებებში.
“როგორც მოგეხსენებათ, დღეს, საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად შედის საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა. გვაქვს გარკვეული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. ეს ცვლილებები შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ვიდრე წარდგენაზე გადავალ, მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის. თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას მაღალ თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს