ირაკლი კობახიძე სამხრეთ კორეაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო კორეელ ხალხს უსამძიმრებს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კორეის მუანის აეროპორტში Jeju Air-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და კორეელ ხალხს უსამძიმრებს.
“ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს.
საქართველო სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ კორეას და იზიარებს კორეელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დროს”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე