ირაკლი კობახიძე - "სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას და კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას


ავტორი
Front News საქართველო
"სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას.
"ეს არის ჩვენი ინიციატივა, რომლის პრეზენტაცია გაიმართება ახლო მომავალში. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური კუთხით ძალიან საინტერესო პროექტი. ეს ხელს შეუწყობს კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას და კონკრეტულად, „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას. ამ პროექტის განხორციელება ორივე კუთხით იქნება ძალიან საინტერესო. ახლა მიმდინარეობს პროექტირება და ამის საფუძველზე უკვე გვექნება დეტალური ხარჯთაღრიცხვა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს