ირაკლი კობახიძე - სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართა ბატონმა ბაჩიაშვილმა


ავტორი
Front News საქართველო
სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ამ პრაქტიკას მიმართავენ ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბატონმა ბაჩიაშვილმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამწუხარო პრაქტიკაა, რომელიც გარდა იმისა, რომ ოპონენტების სახეს წარმოაჩენს, ასევე წარმოაჩენს იმ რთულ მდგომარეობას, მძიმე ვითარებას, რომელიც არის საერთაშორისო მედიაში შექმნილი.
"რეალურად, ნებისმიერი მედია პასუხს უნდა აგებდეს ობიექტურობაზე, თუმცა ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ შეკვეთილ სტატიებს, რაც ქმნის სამწუხარო რეალობას საერთაშორისო მედიაში. ასეთი შეკვეთილი სტატიები ყოველთვის ეფუძნება ხოლმე ყალბ ინფორმაციას, ყალბ სინამდვილეს, რასაც რეალურ სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს. სწორედ ამაშია სტატიის შეკვეთის არსი. შენ შეგიძლია, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელო, თუ ამისთვის გადაიხდი ფულს და თან მით უმეტეს, თუ შენი ინტერესები ემთხვევა „დიფ სთეითის“ ინტერესებს. ჩვენ ვიცით, რამდენად დიდია, „დიფ სთეითის“ გავლენა საერთაშორისო მედიაზე, მათ შორის ევროპულ და ამერიკულ მედიაზე, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რეალურად ხდება ყალბი ინფორმაციის გასაღება რეალურ ინფორმაციად, სწორედ ასეთი შეკვეთილი სტატიების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს