
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არასდროს არ გვსურდა საჯარო დისკუსია გაგვემართა აშშ-ის ელჩთან, ჩვენ არ დაგვისვამს კითხვები, თუმცა მოხდა ისე, რომ კონკრეტული კითხვები დასვა მის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“საუბარი იყო ძირითადად გამიჯვნაზე, მაგალითად ემიჯნებოდა თუ არა კელი დეგნანი ეკა გიგაურს, ეკა გიგაური არის ადამიანი, რომელიც იღებს კონკრეტული წყაროდან ფულს და როდესაც ის ომისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, მნიშვნელოვანია, ელჩი გაემიჯნოს ასეთ განცხადებას. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. მაგალითად, როდესაც ვიღაც მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად, ამაზე მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ შესაბამისი განცხადება. ამაზე გამიჯვნა არის საჭირო.
ჩვენ არ გვინდოდა კითხვების საჯაროდ დასმა, თუმცა ეს კითხვები დაისვა და სამწუხაროა, რომ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცა“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს