ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რომ დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი, რასაც პატივს ვცემ


ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროა, დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი და ამ არჩევანს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან დავით ზალკალიანს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მასზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა.
„ბატონმა დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა. მე მასთან მქონდა საუბარი. ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც იყო ძალიან მძიმე ზეწოლა სხვადასხვა მხრიდან. აქ არ იგულისხმება „ნაცების“ ზეწოლა. იყო სერიოზული ზეწოლა და მე მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო დავით ზალკალიანს. სამწუხაროა, რომ მან დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი და ამ არჩევანს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება თეიმურაზ ჯანჯალიას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია და ეს მინისტრის საკადრო გადაწყვეტილებაა.
„მანამდე იყო საუბარი შემდგარი მაკა ბოჭორიშვილს და თეიმურაზ ჯანჯალიას შორის და გადაწყვეტილება უკვე იყო მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა ცვლილება. ამ შემთხვევაში, თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილმა მას შესთავაზა სისტემაში დარჩენა, რა იქნება მისი გადაწყვეტილება არ ვიცი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა