Logo

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროდ, ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს

პოლიტიკა
731
Frontnews image description

ეს არ არის ევროკავშირის საკითხი, ევროკავშირის პრობლემა. როცა იგივე ადეიშვილი დადის ევროკავშირის კაბინეტებში, ეს არ არის ევროკავშირის პრობლემა. ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. იგივე განცხადებები ე.წ. „ვეთინგთან“ დაკავშირებით ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ევროკავშირი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისივე თქმით, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როდესაც რაღაცას ითხოვს.

 

“თუ იქნება არგუმენტები, მოვისმენთ. რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციებისთვის სრული ღიაობა, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს არგუმენტები, მეორე მხრიდანაც ველოდებით არგუმენტებს, ეს არის სწორედ ევროკავშირის ღირებულება. არგუმენტები არ არის, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როდესაც რაღაცას ითხოვს”, – განაცხადა კობახიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები