Logo

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები

პოლიტიკა
1303
Frontnews image description

2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე დააინიციირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან 1 თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის.

“თქვენ იცით ისტორია სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის. 2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე დააინიციირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან 1 თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი. აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო დაკავშირებული 2008 წელს ომის დაწყებასთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღდგეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ პრევენციაზე, რაც უკავშირდება სამშობლოს ღალატის დანაშაულის ჩადენას. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, –  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები