
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები.
პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს