Logo

ირაკლი კობახიძე - სანდრო დარახველიძეს ძალიან თამამად შეუძლია ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით

პოლიტიკა
446
Frontnews image description

სანქცია, რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ, თავისთავად არის ადამიანის უფლებების დარღვევა, აქედან გამომდინარე, სანდრო დარახველიძეს ძალიან თამამად შეუძლია ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, სანდრო დარახველიძის ჟენევაში ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ეს სანქციები არის სამარცხვინო.

"ეს სანქციები არის სამარცხვინო და თავად ეს სანქცია, რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ, თავისთავად არის ადამიანის უფლებების დარღვევა, აქედან გამომდინარე, სანდრო დარახველიძეს ძალიან თამამად შეუძლია ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები